თბილისის წიგნის ფესტივალი

თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტი, რომლის დირექტორი არის საქართველოს სინოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი, თბილისის წიგნის ფესტივალის ტრადიციული პარტნიორი არის უკვე ზედიზედ რამდენიმე წელია, მუდმივად მონაწილეობს წიგნის ფესტივალში, წარმოდგენილია სცენის ბანერის სახით და ასევე საჩუქრებს გადასცემს ფესტივალის მიერ ორგანიზებულ ბლოგერების კონკურსის გამარჯვებულებს.

გიორგი მახარაძის სადებიუტო თარგმანი

გამოიცა საქართველოს სინოლოგთა ასოციაციის წევრის, გიორგი მახარაძის წიგნის სადებიუტო თარგმანი.  მან თარგმნა ცაო ვენსიუენის “ცეცხლოვანი დაღი”, წიგნი გამოსცა ქარჩხაძის გამომცემლობამ. თანამედროვე ჩინელი მწერალი, ცაო ვენსიუენი, პირველი ჩინელი ავტორია, რომელსაც ჰანს ქრისტიან ანდერსენის პრემია აქვს მიღებული. პეკინის უნივერსიტეტის პროფესორი და პეკინის … Continued

ჩინეთის საგარეო და საშინაო პოლიტიკის გამოწვევები გლობალური პანდემიის პირობებში

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, არჩილ კალანდია თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტის მოწვევით წაიკითხავს საჯარო ლექციას „ჩინეთის საგარეო და საშინაო პოლიტიკის გამოწვევები გლობალური პანდემიის პირობებში“. ელჩი ისაუბრებს, თუ როგორ მოახერხა ჩინეთმა პანდემიის პირობებში ეკონომიკის ზრდის მაჩვენებლების … Continued