ჩინეთის საგარეო და საშინაო პოლიტიკის გამოწვევები გლობალური პანდემიის პირობებში

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, არჩილ კალანდია თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტის მოწვევით წაიკითხავს საჯარო ლექციას „ჩინეთის საგარეო და საშინაო პოლიტიკის გამოწვევები გლობალური პანდემიის პირობებში“. ელჩი ისაუბრებს, თუ როგორ მოახერხა ჩინეთმა პანდემიის პირობებში ეკონომიკის ზრდის მაჩვენებლების შენარჩუნება, რა პრევენციული ღონისძიებები განხორციელდა ვირუსის ეფექტურად მართვის მიზნით და სამომავლოდ რა პერსპექტივები აქვს „სარტყლისა და გზის“ გლობალურ ინციატივას.

საჯარო ლექცია ჩატარდება დისტანციურად 23 მარტს, 16:00-ზე. ბმული ლექციაზე დასასწრებად.

დასწრება თავისუფალია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *