საქართველოს სინოლოგთა ასოციაცია დაარსდა 2016 წელს. მისი მიზანია ხელი შეუწყოს სინოლოგიის განვითარებას საქართველოში, გააცნოს ქართველ ხალხს ჩინეთი და ჩინური ენა. სინოლოგია ნიშნავს ჩინეთმცოდნეობას და მოიცავს მრავალ დარგს, მათ შორის –  ჩინურ ენას, ლიტერატურას, ჩინეთის ისტორიას, კულტურას, ეკონომიკას, პოლიტიკას და,ზოგადად, ჩინეთთან და ჩინელებთან დაკავშიებულ საკითხებს.