გიორგი მახარაძის სადებიუტო თარგმანი

გამოიცა საქართველოს სინოლოგთა ასოციაციის წევრის, გიორგი მახარაძის წიგნის სადებიუტო თარგმანი.  მან თარგმნა ცაო ვენსიუენის “ცეცხლოვანი დაღი”, წიგნი გამოსცა ქარჩხაძის გამომცემლობამ.

May be an image of 2 people, people studying and text

თანამედროვე ჩინელი მწერალი, ცაო ვენსიუენი, პირველი ჩინელი ავტორია, რომელსაც ჰანს ქრისტიან ანდერსენის პრემია აქვს მიღებული. პეკინის უნივერსიტეტის პროფესორი და პეკინის მწერალთა ასოციაციის ვიცე პრეზიდენტი, ცაო ვენსიუენი, ძირითადად ბავშვების ცხოვრებასა და იმ სირთულეებსა თუ განცდებზე მოგვითხრობს, რომელთა გამკლავებაც მათ ცხოვრების მანძილზე უწევთ. მიღებული აქვს 30-ზე მეტი ლიტერატურული პრემია, თარგმნილია მრავალ ენაზე.

May be an image of text

“წიგნის მთავარი თემატიკა ომია, უფრო ზუსტად – ადამიანების, განსაკუთრებით კი – ბავშვების, განცდები და ემოციები ომის დროს. შეიძლება, სუბიექტური ვარ, მაგრამ წიგნის კითხვისას სხვანაირად გრძნობთ და ითავისებთ ყველა იმ საკითხს, რომელზეც აქამდე არ, ან იშვიათად თუ გიფიქრიათ. წიგნის მთავარი პერსონაჟი ცხენია, რომელიც, ამავდროულად, ადამიანური ბუნების საზომია” – ასე აღწერს წიგნის შინაარსს გიორგი.

წიგნის პრეზენტაცია Tbilisi Book Days 2022 -ის ფარგლებში გაიმართა.

 

May be an image of 3 people, people standing and indoor